კახეთში რთვლის პროცესი გრძელდება. ღვინის ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, 25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 71,3 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 38,5 ათასი ტონა რქაწითელი, 28,7 ათასი ტონა საფერავი, 2,1 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
უწყებაში აცხადებენ, რომ ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 11 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 62 მლნ-ზე მეტი ლარი მიიღეს.
მათივე ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 24,8 ათასი ტონა, ყვარელი – 17,5 ათასი ტონა, თელავი – 16,8 ათასი ტონა, სიღნაღი – 6,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 2,1 ათასი ტონა, ახმეტა – 1,1 ტონა ტონა და საგარეჯო – 937 ტონა.
სააგენტოს ცნობით, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 29 ღვინის კომპანია, მათ შორის, 9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა:.
კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე – 1 კგ-ზე – 0,45 ლარი; საფერავზე – 1 კგ-ზე – 0,20 ლარი.