სამცხე ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის რაიონის სოფელ ურაველში მდებარე ყველის საწარმო „წიფორა“ რუსეთში ექსპორტზე გასვლას აპირებს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა რევაზ კაჭკაჭიშვილმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ამჟამად რუსეთის სურსათის უვნებლობის დეპარტამენტიდან სპეციალურ ნებართვას ელოდებიან, რის შემდეგაც პროდუქციის ექსპორტს დაიწყებენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აირჩიეს რუსეთი და არა ევროკავშირი, ან სხვა მეზობელი ქვეყნები, მეწარმე აცხადებს, რომ სხვა მეზობელ ქვეყნებში პროდუქციის შეტანაზე სხვადასხვა ბარიერები არსებობს.
„წიფორას“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში უნდოდათ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გარკვეულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.