ქობულეთის სოფლებში – ალამბარში, ქვედა და ზედა სამებაში, ქაქუთში მეწყერი ჩამოწვა. ადგილორივი ხელისუფლების ინფომრაციით, მეწყერი ხუთ სახლთან ახლოსაა ჩამოწოლილი, თუმცა გასახლების საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
„მეწყრის შედეგად გზები ჩაკეტილი იყო სოფლებში, დღეს ოთხი ერთეული ტექნიკა მუშაობდა, გაიხსნა გზები და ხვალაც გაგრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ხუთ ოჯახთან ახლოსაა მეწყერი ჩამოწოლილი, რაც გეოლოგიური სამსახურის მიერ იქნება შესწავლილი, თუმცა ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს”.-განაცხადა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ .
ძლიერი წვიმის შედეგად ჩაკეტილი იყო შიდა სასოფლო გზებიც, თუმცა მათი ნაწილი ამჟამად უკვე გახსნილია. გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაწყებულია ზარალის დათვლა.