ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს პროვოკაციების არიდებისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოში წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ვიზიტის შედეგებს აჯამებს. საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაში დამკვირვებლები გაუმჯობესებულ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობენ და მოუწოდებენ ყველა მხარეს პროვოკაციების არიდებისკენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამკვირვებლები მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების გასაჩივრებისთვის და გამოძიებისთვის, მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს.

„მაშინ, როცა შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს საარჩევნო გარემოს პოლარიზება, აღნიშნული იყო ისიც, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, დაძაბულობის დონე უფრო დაბალია. დელეგაციამ გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია დაშინების და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომხდარი დარღვევების ფაქტებზე და მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება. ასევე მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების გასაჩივრებისთვის და გამოძიებისთვის, მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს“.- ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

იტვირთბა....