ახალი ამბები ბიზნესი მთავარი პოლიტიკა

„არ მგონია სწორი იყოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიზნესთან ასეთი შეხვედრა“

”ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ბიზნესთან ყოფილი პრემიერის,  ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ფორმატს არასწორად მიიჩნევს. როგორც მან  ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით გამართული ეკონომიკური ფორუმის დასრულების შედეგ განაცხადა, მსგავსი შეხვედრა წინასაარჩევნოდ მიუღებელია ორი მიზეზის გამო: ივანიშვილის გავლენისა და ცუდი გამოცდილების, რომელიც ბიზნესს ჰქონდა ხელისუფლებასთან.

„მე არ მგონია სწორი იყოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვედრა. მესმის, რომ ფორმალურად მას ამის უფლება აქვს, რადგან არანაირი კანონი არ ირღვევა. მაგრამ გამომდინარე იქიდან თუ რა გავლენა აქვს მას (ბიძინა ივანიშვილს) ქვეყანაში ერთი მხრივ და მეორე მხრივ რა ტრადიციაც არსებობს ბიზნესთან მიმართებით ამ ქვეყანაში, არ მგონია სწორი იყოს ასეთი ტიპის შეხვედრები“. – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით,  შეხვედრაზე თქვა, რომ სურს ისეთ ქვეყანაში იცხოვროს სადაც ბიზნესს ექნება გაცილებით მეტი თავისუფლება.

„მე მინდა ქვეყანა, სადაც ბიზნესს ექნება გაცილებით მეტი თავისუფლება, როცა მას არ მოუწევს ასეთ შეხვედრებზე სიარული და საჯაროდ, თუ ნახევრად საჯაროდ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება. სხვათაშორის ივანიშვილი ამაზე ნაწილობრივ დამეთანხმა“.-აღნიშნა ჯაფარიძემ.

იტვირთბა....