ვაშინგტონის შტატის ქალაქ ბერლინგტონში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად, დაიღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციელები თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებენ.
დაღუპულთა შორის ოთხი ქალია. ამჟამად სავაჭრო ცენტრ Cascade Mall-ის მიმდებარე ტერიტრია პოლიციას აქვს ბლოკირებულია, მიმდინარეობს თავდამსხმელის ძებნის ოპერაცია. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ის მარტო მოქმედებდა. შტატის ხელისუფლებამ ეჭვმიტანილი მამაკაცის ფოტოსურათი გამოაქვეყნა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. პოლიციის ცნობით, მამაკაცმა სავაჭრო ცენტრი სამართალდამცველების მისვლამდე დატოვა.