ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით საზოგადოების დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო 4 წლის წინ, ისევეა ახლაც, ამიტომ მათ უჭირთ მთავრობის შეფასება ობიექტურად.
„საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში. მათ ძალიან უჭირთ შეაფასონ მთავრობის და გარდაქმნების როლი, ძალიან უჭირს კაცს, რომელსაც არ ჰქონდა სამსახური და არ აქვს დღესაც, ასეთი კი ბევრია. როგორც არ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სამსახური ისევე არ გააჩნია დღესაც, შემოსავალიც მნიშვნელოვნად არ გაზრდია, ან საერთოდ არ გაზრდია ძალიან ბევრს. თქვენ ყველაზე კარგად გესმით, მთავრობის ბრალია რომ ეს ასეა?! რა თქმა უნდა არა. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის შედეგი“.-განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში“ ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით ფორუმი ”ეკონომიკური განვითარება – მიღწევები და პერსპექტივები“ მიმდინარეობს.

