ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

„ამ ფორუმებზე ბიზნესმენები არაფორმალურ მმართველს ანგარიშს აბარებენ“

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის თქმით, ის ბიძინა ივანიშვილის „მოქალაქის“ მიერ ორგანიზებულ 2 ფორუმს ესწრებოდა, თუმცა ვინაიდან იქ ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო წინადადებები ვერ მოისმინა, შემდგომ ფორუმებზე აღარ მისულა.

„სანამ ექსპერტის სტატუსი მქონდა 2 ფორუმს დავესწარი. თავად ივანიშვილი 15 წუთით ჩერდებოდა და შემდეგ მიდიოდა. ამ ფორუმებზე არცერთი სერიოზული წინადადება არ ყოფილა, რომელიც ქვეყანას წაადგებოდა, ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობდა ხელს. ესაა ფორუმი, სადაც მოდიან ბიზნესმენები, ექსპერტები არაფორმალურ მმართველს ანგარიშს აბარებენ. ეს ფორმატი ფუჭი ლაყბობაა. ამბობენ რომ მე-7 ფორუმია, სინამდვილეში კი მე-5 ფორუმია, საიდანაც ორს ვესწრებოდი კიდეც.“-განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინიტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში“, ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით გამართულ ფორუმზე”ეკონომიკური განვითარება – მიღწევები და პერსპექტივების” დაწყებამდე განაცხადა, რომ რომან გოცირიძე ვერ ბედავს პროფესიონალებთან და ბიზნესთან საუბარს.

 

იტვირთბა....