ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

ჭავჭავაძის გამზირზე სასტუმრო Radisson Red აშენდება

ჭავჭავაძის გამზირზე Radisson Red-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ბიზნესმენი დავით კოდუა გეგმავს. ამ ეტაპზე ბიზნესმენი თბილისის მერიისგან შესაბამის სამშენებლო ნებართვას ელოდება, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება. სასტუმრო წელიწად-ნახევარში უნდა დასრულდეს.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, Radisson-თან წინასახელშეკრულებო დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი აქვს. სასტუმრო მინიმუმ 110-ნომრიანი იქნება და ინვესტიციის სახით 7 მილიონი დოლარი ჩაიდება.

Radisson Red-ი  მუსხელიშვლის ძეგლის პირდაპირ განთავსდება.

 

იტვირთბა....