„ძალიან ბევრი, პოლიტიკური პარტიასთან ასოცირებული ექსპერტი, რომელიც ცდილობს, აკრიტიკოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკურ ფორუმებს თავს არიდებს“,- ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ ფორუმზე პერსონალურად დაპატიჟეს რომან გოცირიძე და სხვები, თუმცა ისინი ფორუმზე არ მივიდნენ.
„ამაში ცუდი არაფერი არ არის, იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. არ ვიცი, რამდენმა პარტიამ მოაწერა ხელი კვირიკაშვილის ინიციატივას, კონტრაქციები არ გაიმართოს, დებოში არ ატეხონ. ახლა გოცირიძემ აი, ეს ხერხი იხმარა, პირიქით ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ერთი ორჯერ შემოძვრა აქ და რომ ნახა მე ვიყავი, იმ წუთში გაიპარა, ვერავითარი გამოსვლა ვერ მოახერხა. ვერ ბედავს პროფესიონალებთან და ბიზნესთან საუბარს. ცდილობს, რომ ხალხი, რომელსაც არ აქვს ეკონომიკური განათლება, სიბნელეში ამყოფოს, სიცრუეებზეა დაფუძნებული პრაქტიკულულად მისი ყველა გამოსვლა. დღევანდელი მისი ტრიუკიც, თუ ეს ესეა, რომ თვითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ეს სასაცილოა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს უპასუხისმგებლო ხალხის ცდილობს ადამიანებს, რომლებსაც დღეს მართლა უჭირთ საქართველოში და ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულია, თუმცა ამაში არ არის ხელისუფლების დანაშაული, ეს ჩვენი ხვედრია ბოლო წლების, ათწლეულების. ამ ხალხს დაანახონ, ეს ყველაფერი მთავრობას დააბრალონ და ამით პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ. ამას ვერ ახერხებენ და აქ ვერ მოდიან, რადგან არ აქვთ სათქმელი“.-განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში“ ორგანიზაცია ”მოქალაქის” ინიციატივით ფორუმი ”ეკონომიკური განვითარება – მიღწევები და პერსპექტივები მიმდინარეობს.