აშშ-ში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი კი დაიჭრა.
Reuters-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის შტატის ქალაქ ბერლინგტონში, სავაჭრო ცენტრში მამაკაცმა ცეცხლის გახსნა.
სამართალდამცავები თავიდან აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილი ოთხი ადამიანი იყო, თუმცა ABC News სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტზე იუწყება.
ამჟამად პოლიცია თავდამსხმელს ეძებს, ხელისუფლების ცნობით, ის ლათინოამერიკული გარეგნობის მამაკაცია.
თავდასხმის მოტივი ამდრომდე უცნობია.