გორის ცენტრში, ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული არასრულწლოვანია. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” უთხრეს, რომ დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.