ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გირჩი” ივანიშვილს და კვირიკაშვილს მოუწოდებს, გეგიძის კანდიდატურა ჯაფარიძის სასარგებლოდ მოხსნან

„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს და გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმარტავს და მოუწოდებს, რომ ვაკის მეორე ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი  მოხსნან.

“ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან თქვენი ბიძინა გეგიძე და ჩვენი ზურა ჯაფარიძე.

დარწმუნებული ვართ, ბატონი ბიძინა გეგიძე კარგი ადამიანია და რაგბიც ჩვენი თამაშია. რეალობის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოშიც ყველაზე ცუდი პარლამენტარი სავარაუდოდ არ იქნება.  ზურა ჯაფარიძე ის პოლიტიკოსია, რომელმაც ოთხ წელიწადში დაამტკიცა, რომ არასწორი ნაბიჯების გამოცნობა, შედეგების წინასწარმეტყველება და ამის შესახებ დროულად გაფრთხილება შეუძლია. აღიარება საჭირო არ არის, მაგრამ მშვენივრად იცით, რომ წინასაარჩევნო პერიოდის ყველა აქტუალური თემა ზურას შექმნილია. ვაკეს პარლამენტში სჭირდება პრინციპებისა და ღირებულებების მქონე კომპეტენტური პოლიტიკოსი.  ბატონო ბიძინა, თქვენივე აღიარებითაც უამრავი საკადრო შეცდომა გაქვთ დაშვებული. მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია.   ბატონებო, გვაქვს წინადადება, თუ გნებავთ რჩევა. მოხსენით ვაკეში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს შეჯიბრი და მასში ბატონი ბიძინას გამარჯვება იქნება უსამართლობის დემონსტრირება, ვაკელების მორიგი იმედგაცრუება და თქვენი კიდევ ერთი შეცდომა.” – ნათქვამია წერილში.

იტვირთბა....