ახალი ამბები მთავარი

ნარმანია საცობების განსატვირთად თბილისის მერიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს

თბილისის მერი დავით ნარმანია „საქმიანი დილასთან” საუბარში იმ მიზეზებს ასახელებს, რომლებიც თბილისში საცობებს იწვევს. მერმა იმ ნაბიჯების შესახებაც ისაუბრა, რაც თბილისის მერიამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საცობების განსატვირთად გადადგა.
როგორც მერმა განაცხადა, 2010 წლიდან დღემდე თბილისში ავტომობილების რაოდენობა გაორმაგებულია. მისი ინფორმაციით, თუ 2010 წელს დედაქალაქში 200 ათასი ავტომობილი მოძრაობდა, დღეისთვის ეს რიცხვი 400 ათასს შეადგენს.
ნარმანიას თქმით, საცობების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავობაა. მისი შეფასებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა, მათ შორის ავტობუსების ხარისხის, მეტროს მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. არ დამატებია ახალი სადგურები. ჩვენ მოვინდომეთ და მეტროს ერთი ახალი სადგური ემატება. მეორე, აქტიურად ვმუშაობთ ავტობუსების პროექტზე, ახალი ავტობუსები სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს შემოსვლას და თებერვლის ბოლომდე 143 ახალი ძალიან კომფორტული ავტობუსი ეყოლება ქალაქს. ეს არის ბოლო კლასის – ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსები. ის მუშაობს ბუნებრივ აირზე და გარემოზე გაფრქვევა მინმალურ დონეზეა დასული“.- აცხადებს ნარმანია.

იტვირთბა....