ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის აღუდგება კასპს და მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირის მიწოდება

დღეს 06:00-დან 23 სექტემბრის 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება  ქალაქ კასპს, მიმდებარე სოფლებსა და კომერციულ მომხმარებლებს შეუწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, ბუნებრივი გაზის მიწოდება „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის 28-ე კილომეტრზე არსებულ კასპის განშტოებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო იზღუდება.

რეაბილიტაციას შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში შეიცვლება ამორტიზებული სახაზო ონკანი, ასევე შეკეთდება კოროზიული ადგილები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მაგისტრალურ მილსადენს. გარდა ამისა, მდინარე ლეხურაზე ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ახლად აშენებული D-300 მმ საჰაერო გადასასვლელი მაგისტრალური გაზსადენის სისტემაში ჩაერთვება.

ბუნებრივი გაზის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება და შეუფერხებლად მოხდება მომხმარებლის გაზმომარაგება.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შექმნილი ვითარების გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

იტვირთბა....