მე-8 სართულის ფანჯრიდან 42 წლამდე ასაკის ქალი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთავში მე-12 მიკრო რაიონის #5 კორპუსში მოხდა.
როგორც მეზობლების ნაწილი აცხადებს, ქალი ძლიერი წვიმისა და ქარის დროს გადმოვარდა ღია ფანჯრიდან, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ის თავად გადახტა.
გავრცელებული ცნობით, ქალბატონი ძმასთან ერთად ცხოვრობდა, შემთხვევის დროს კი ის სახლში მარტო იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.