ახალი ამბები მთავარი

ყვარელში ქარიშხლის შედეგად საცხოვრებელ სახლს ხე დაეცა

ყვარელში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ჭავჭავაძის ქუჩაზე ხეები მაღაზიასა და ერთ-ერთი ადგილობრივის სახლს დაეცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარი შემთხვევა “ნაციონალური მოძრაობის” თელავი – ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატსა და გამგებლის მოადგილეს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, ინციდენტს ქუჩაზე მიმდინარე მოასფალტებისა და შიდა კომუნიკაციების გაყვანის სამუშაოებმა  შეუწყო ხელი.
„ძალიან ბევრჯერ მომხდარა სტიქია და ხეებიც მოგლეჯილია, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ წელიწადი და 7 თვე სჭირდება 1,200 კილომეტრი გზის გაკეთებას, რომლის გაკეთების დროსაც გათხრილია გვერდები, სადაც ხეებს აქვთ ძირები გამოცლილი. რამდენი ხანია უკვე გაჩერებულია ეს სამუშაოები. პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა ვაკისრებ როგორც დამკვეთს, ანუ მუნიციპალიტეტს, ასევე შემსრულებელ კომპანიას.“-განაცხადა  ბოტკოველმა.
ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს გამგებლის მოადგილე. ოთარ ბუჯიაშვილი ამბობს, რომ კომპანია სამუშაოებს ასრულებს და ხეების წაქცევა არა გზის სამუშაოებმა, არამედ სტიქიამ გამოიწვია.

იტვირთბა....