წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოში ვიზიტით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები იმყოფებიან.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ხოსე იგნასიო სანჩეს ამორი (დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური კოორდინატორი); გუგლიერმო პიკი (პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე); რობერტო მონტელა (ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი); ანდრეას ბეიკერი (ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის აღმასრულებელი ოფისის ხელმძღვანელი, საერთაშორისო სამდივნო).
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრები დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
დაგეგმილია შეხვედრები შემდეგი საარჩევნო სუბიექტების ხელმძღვანელობასთან: – ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“; ”ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“; “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”; ”უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“; ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; ”ქართული ოცნება”.
23 სექტემბერს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგელები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შეხვდებიან.