თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორის, ჩუღურეთის, გლდანის, ისნის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, ჯავახიშვილის, დგებუაძის, პასტერის, ნინოშვილის და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის „ა” მიკრორაიონის, ხიზაბავრის და ილია ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, მანავის და ლერწმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.
იტვირთბა....