ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის ქალაქ შარლოტში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული

 

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, ქალაქ შარლოტში. მიზეზი პოლიციელების მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობაა. ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციებია.

გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის ფერადკანიანი მამაკაცი პოლიციელის მიერ გასროლის შეედეგად, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით მამაკაცი შეიარაღაბეული იყო, თუმცა დაღუპულის ნათესავები ამას კატეგორიულად უარყოფენ.
შარლოტში ამჟამად ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. არეულობის შედეგად 15-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, აქციის მონაწილეთა დასარბევად სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს იყენებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე არეულობის დროს მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. ინფორმაციას “ბი ბი სი” ავრცელებს.

იტვირთბა....