ხმელთაშუა ზღვაში გემი ჩაიძირა, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა. The Independet-ის ცნობით დაღუპულია სულ მცირე 29 ადამიანი. ათობით მიგრანტის ბედი კი უცნობია.
ხომალდი ეგვიპტის სანაპიროსთან, რეზეტას პორტიდან გასვლის შემდეგ მალევე ჩაიძირა. ეგვიპტის ხელისუფლების ინფორმაციით, გემის ბორტზე 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ 150 მათგანის გადარჩენა შეძლეს.
ამჟამად ხომალდის ჩაძირვის ადგილას სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2016 წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 3200-მდე მიგრანტი დაიღუპა.