ნინო ბურჯანაძის პარტიის, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, რამინ სხირტლაძე გარდაიცვალა. ის 30 წლის იყო.
როგორც „მეტრონომს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, რამინ სხირტლაძე გუშინ გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზად კი გულის შეტევა სახელდება.