ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ უერთდება “ოცნების” საარჩევნო მემორანდუმს?

“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული საარჩევნო მემორანდუმის ტექსტი ცნობილია. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მემორანდუმის მოქმედების ვადა ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე. მისი თქმით ტექსტი გაეგზავნება საარჩევნო სუბიექტებს.

“ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ საარჩევნო მემორანდუმს ხელს სავარაუდოდ არ მოაწერს “ნაციონალური მოძრაობა”, “ეროვნული ფორუმი”, “ლეიბორისტული პარტია” და “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”, ხოლო “თავისუფალი დემოკრატები”,  “მრეწველები”, “რესპუბლიკური პარტია”, “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

“მთავარი მემორანდუმი, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა გააფორმოს, გაფორმდება 8 ოქტომბერს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება წავლენ სახლში,”- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წერვი ლევან ბეჟაშვილი.

იტვირთბა....