ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჰეროკრატიამ” კარგად აღადგინა ის რეალობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა”

„ჰეროკრატიის“ პირველ ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, ცუდად გახდა, შემდეგ რომ ვუყვებოდი, ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი, ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფილმმა”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  გოგა ხაინდრავას ფილმ „ჰეროკრატიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წელი იყო ისეთი, როგორიც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

„ქართველებს ახსოვთ გამუდმებული ომები, ნგრევა, მსხვრევა და ასე შემდგომ, მაგრამ საკუთარი ხელისუფლებისგან ასეთი ზეწოლა საკუთარ მოსახლეობაზე შეიძლება, იყო უპრეცედენტო. ამ ფილმს, ჩემი აზრით, აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ მომავალმა თაობამ გაითავლისწინოს, როგორი შეიძლება იყოს საკუთარი ხელისუფლება, თუ მას არ აირჩევთ სწორად. თქვენ ვინ ბრძანდებით „რუსთავი2“? „რუსთავი 2“-ს და „ტაბულას“ არ აწყობთ რეიტინგი. თქვენ ორივე წარმოადგენთ „ნაციონალურ მოძრაობას“. ფილმში წარმოდგენილია ის ფაქტები, რომელიც ასახავს, თუ რა დღეში ყავდათ მოსახლეობა. გეტყვით, რომ ფილმის პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, ცუდად გახდა. შემდეგ რომ ვუყვებოდი, ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი, აი, ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფილმმა. „რუსთავი 2“-ზე და „ტაბულაზე“ ეს შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს, რადგან თქვენ ვისაც უთანაგრძნობთ, მათი გაკეთებული, მათი შესრულებული იყო ეს და დღესაც ხელეწიფებათ, ისე იქცევიან. მე გითანაგრძნობთ, თქვენ პირადად ჟურნალისტებს, თქვენ კოლეგებს, რომ თქვენ ხართ ამ პარტიის ტყვეობაში და თქვენ არ გაქვთ საშუალება, სხვა მიმართულებით შეაფასოთ გნებავთ ფილმი, გნებავთ ჩვენი ქვეყნის დღევნდელი ყოფა. საზოგადოების განვითარებისთვის თქვენი ასეთი პოზიციაც, ასეთი ჟურნალისტობაც, ასეთ ტელევიზიაც, ჩემი აზრით არის კარგი, რადგან საზოგადოებამ კარგად გაიაზროს და კარგად შეაფასოს, რა ხდება რეალობაში. „ფილმი მომეწონა. ფილმმა კარგად აღადგინა ყველაფერი. მე არ მგონია, რომ უცხოელებზე მოახდინოს ასეთი შთაბეჭდილება, რადგან ძალიან იოლად გავაიგივეთ საკუთარი თავი ფილმის გმირებში, რადგან ვიცოდით, რა ხდებობა და კარგად ვიცოდით რეალობა საქართველოში. შესაბამისად, როდესაც საქართველოს მოქალაქე უყურებს ამ ფილმს, განცდები იქნება განსხვავებული, ვიდრე უყურებს სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რეალობაზე, რომელიც ხდებოდა საქართველოში 9 წლის განმავლობაში“. – განაცხადა  ივანიშვილმა.

იტვირთბა....