სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს უახლოეს დღეებში შეხვდება.
“უახლოესი დღეების განმავლობაში, სავარაუდოდ მოვახერხებ გოდერძი თევზაძესთან შეხვედრას. მეც მაინტერესებს, მისგან ინფორმაციის მიღება. ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ საქმის გამოძიებას, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ამაზე დაწყებულია გამოძიება. კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობა და ბრალეულობა გამოიკვეთება ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი”.-აცხადებს ომბუდსმენი.
შეგახსენებთ, ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე სამართალდამცავებს გასულ კვირას ჩაბარდა.