ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ნიუ-იორკში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა იყო.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომელმაც ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი წარმატებით შეასრულა.
საუბარი ასევე შეეხო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო დემოკარტიულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში იქნება და ამ მიზნით, საარჩევნო პროცესზე მოწვეულია რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.

იტვირთბა....