პოლიტიკურმა პარტიებმა და მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიმდინარე წლის 10-30 აგვისტოს პერიოდში რეკლამაზე 3 712 464 ლარი დახარჯეს. აქედან 1 676 305 ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი ხარჯი, 1 495 586 ლარის ოდენობით, რეკლამაზე „ქართული ოცნებამ“ დახარჯა.
სხვა პარტიების რეკლამის ხარჯები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობა“ – 715 860 ლარი; „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 555 525 ლარი; „პატრიოტთა ალიანსი“ – 268 330 ლარი; „ლეიბორისტული პარტია“ – 145 963 ლარი; „თავისუფალი დემოკრატები“ – 133 171 ლარი; „რესპუბლიკური პარტია“ – 126 047 ლარი; „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 120 810 ლარი; „ეროვნული ფორუმი“ – 120 145 ლარი; ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ – 13 361 ლარი და „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 1 000 ლარი.