ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი ნიუ-იორკში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდრეი კისკას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში განსახილველი საკითხები, საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო.

შეხვედრაზე კვირიკაშვილმა იმედი  გამოთქვა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს და ამ პროცესში სლოვაკეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა, საკუთარ წვლილს შეიტანს.

პრემიერმა ანდრეი კისკას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

იტვირთბა....