ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აუდიტის სამსახური: „პირი, რომელსაც არ უფიქსირდება შემოსავალი, აქვს სესხი რომელსაც ვერ იხდის, ბადებს კითხვას, როგორ სწირავ პოლიტიკურ პარტიას ფულს“

პაატა ბურჭულაძის პარტიის შემომწირველების დაჯარიმებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური განმარტებას აკეთებს.  პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ პირი, რომელსაც არ აქვს სამსახური, არ უფიქსირდება შემოსავალი , აქვს სესხი რომელსაც ვერ იხდის, ბადებს კითხვას, როგორ სწირავს პოლიტიკურ პარტის ფულს:

 

“ჩვენთვის მიუღებელია განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება არანაირ საფუძველს და განპირობებულია მხოლოდ პოლიტიკური პარტიის პიარისთვის…გადაწყვეტილება ოქმის შედგენასთან დაკავშირებით ეფუძნება მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც არის შემოსავლების სამსახურში დაბეგრილი შემოსავლის შესახებ ან თავად ამ პირების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით და როდესაც პირი ამბობს, რომ მას აქვს ვალი, ვერ ასაბუთებს ვერანაირ შემოსავალს, არ უფიქსირდება არანაირი ხელფასი და აქვს მაგალითად ლომაბარდის, ან მიკრეოსესხი, რომლის გადასხდასაც ვერ ახერხებს და ამ დროს სწირავს ფულს პარტიას, აჩენს ეჭვს რის სფუძველზეც ვაგზავნით სასამართლოში” -განმარტა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ პაატა ბურჭულაძის პარტიის ოთხი შემომწირველის დაჯარიმების შესახებ აუდიტის სამსახურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თითოეული  10 000 ლარით დააჯარიმა.

 

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის პარტიამ 4 პირისგან უკანონო შეწირულობა მიიღო, რამაც 19 500 ლარი შეადგინა.

იტვირთბა....