ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პროვოკაცია „ოცნების“ ოფისში შტაბიდან გაშვებულმა წევრებმა დაგეგმეს“

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სევდია უგრეხელიძე „ქართული ოცნების“ ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, ისინი, ვისზეც „ოცნება“ საუბრობს, შემოგზავნილი და შტაბიდან დათხოვნილი წევრები იყვნენ.

სევდია უგრეხელიძის შეფასებით, ეს არის ”ქართული ოცნების” მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციაა.

”მე, რა თქმა უნდა, ყველა აქტივისტს არ ვიცნობ, მაგრამ ეს შემოგზავნილი წევრები, შტაბიდან დათხოვნილები იყვნენ, რადგან აგენტურაში გამომჟღავდნენ. სწორედ შტაბიდან გაშვების შემდეგ დაგეგმეს მათ პროვოკაცია და თავს დაესხნენ ”ოცნების” შტაბს. თუმცა ამ დროს მათ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” არაფერი აკავშირებდათ. რაც შეეხება მანდატებს, ჩვენთან მარტივად, ელექტრონულადაა გაწევრიანება შესაძლებელი. შესაბამისად, არც მანდატის გაცემაა სირთულესთან დაკავშირებული”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის აქტივისტებმა დღეს გამთენიისას, ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო შტაბში პროვოკაცია მოაწყვეს.

“ნაციონალური მოძრაობის სამი აქტივისტი ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში. ესენი იყვნენ სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრები, ერთ-ერთი უბნის კოორდინატორი იყო. ორ მათგანს ქართული ოცნების მაისურები ეცვა, ორივე მათგანს ქამარში პისტოლეტები ჰქონდათ ჩადებული. როგორც გაირკვა, პროვოკაციის მიზანი იყო ამ ფაქტის გარედან გადაღება, შემდეგ ტელევიზიის საშუალებით იმის ჩვენება, რომ თითქოს ქართული ოცნების შტაბებში შეიარაღებული და კრიმინალური მიდრეკილებების ადამინები იკრიბებიან,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

იტვირთბა....