ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარის მიმდებარე ტერიტორიაზე მრევლმა მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.