სახაზინო ადვოკატმა, რომელიც დათა ახალაიას დაუნიშნეს, საქმიდან თვითაცილება მოითხოვა. ამის მიზეზად პროცესზე ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის გამოცხადება დასახელდა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომებს არ ესწრებოდა . ახალაიას სახაზინო ადვოკატი 13 სექტემბერს დაენიშნა.
საბოლოო ჯამში, პროცესზე გადაწყდა, რომ სახაზინო ადვოკატი საქმის მასალებს გაეცნობა და ამის შემდეგ ჩაერთვება განხილვებში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალაიას ადვოკატი არ გამოცხადდება.
ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის დღევანდელ პროცესზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერაბაშვილი დაიკითხება.
ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმე, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი მერაბაშვილი იმ ჩვენებებზე ისაუბრებს, რომელიც კუდ-ის ყოფილმა თანამშრომლებმა მაშინ გამოძიებას მისცეს, თუმცა პროკურორის განცხადებით, ეს პირები სპეცოპერაციის ადგილზე არ ყოფილან. ასევე დაგეგმილია ერთ-ერთი მოკლულის ძმის დაკითხვაც.