გუშინ ღამით ახმეტელის მეტროსთან მუნიციპალური მორიგე ავტობუსი, რომელსაც ავტოპარკის თანამშრომლები მიჰყავდა სახლში, ტექნიკის მაღაზიას შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსის ოთხი მგზავრი მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის ჯანმრთელობის გაუარესებამ გამოიწვია. შედეგად, ავტობუსის სამი მგზავრი მსუბუქად დაშავდა, მძღოლი კი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ მომენტისთვის, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, მუნიციპალური ავტობუსი საჯარიმო სადგურზეა გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოიძიება 276-ე მუხლით დაიწყო.