ახალი ამბები მთავარი სამართალი

17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულია

ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულია, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბერშუეთის განაპირას სოფელ სობისის მცხოვრები არასრულწლოვანი, 17 წლის ჯონი გოგიჩაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის 16 სექტემბერს სოფელ სობისიდან ბერშუეთში სკოლაში წავიდა. ოჯახის წევრებმა მასთან  ტელეფონით სცადეს კავშირის დამყარება, თუმცა ტელეფონზე რუსული ჯარის წარმომადგენლებმა უპასუხეს.

იტვირთბა....