ახალი ამბები მთავარი სამართალი

2 ბანკის დამყაჩაღებლებმა მანქანაც გაიტაცეს

 

ვაზისუბანში დღეს დაყაჩაღებული ბანკების საქმეს სამართლადამცველები  იძიებენ.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, დამყაჩაღებლებმა მანქანაც გაიტაცეს და შემთხვევის ადგილი უცხო მანქანით დატოვეს:

„გამვლელი მანქანა გააჩერეს, გადმოაგდეს მანქანის მძღოლი და წავიდნენ. მძღოლის შესაშინებლად გაისროლა კიდეც, შემდეგ მოვიდა პოლიცია,“ – განაცხადა თვითმხილველმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ორი ნიღბიანი “ლიბერთისა” და “საქართველოს” ვაზისუბანში,  ბანკებს სავაჭრო ცენტრში თავს შუადღეს დაესხა.

თვითმხილველების ინფორმციით, მათ ფულის გატანა ტომრებით შეძლეს. მოგვიანებით კი გაისროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს მომხდარს ჯგუფური ყაჩაღობის მუხლით იძიებს.

იტვირთბა....