ახალი ამბები მთავარი სამართალი ფოტო

პაატა ბურჭულაძემ შსს-ს შენობა დატოვა

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა  პაატა ბურჭულაძემ შსს-ს შენობა დატოვა.

ბურჭულაძე შსს-ში დაკითხვაზე ორსაათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. დაკითხვა მისი და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შორის სატელეფონო საუბრებს უკავშირდებოდა.
როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, მას გამოძიებისთვის რაიმე ახალი არ უთქვამს. მისივე თქმით, ორშაბათს ის შეხვდება დიპკორპუსის, მედიისა და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რის შემდეგაც საარჩევნო გარემოსთნ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. „ასე გაგრძელება არ შეიძლება. მიმდინარეობს ძალიან ცუდი პროცესები. ორშაბათს მე ვისაუბრებ, თუ როგორ მიმდინარეობს ”დემოკრატიული საარჩევნო პროცესები”. ზეწოლა არის ჩვენზე”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ორშაბათს დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და  შეხვედრის შემდეგ საარჩევნო გარემოსთნ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამ წუთებშიც დაკითხვაზეა.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას დაკითხვა გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს ეხება.

იტვირთბა....