ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელის ცემას არ ადასტურებს ენმ-ის შტაბის უფროსი

“ურთიერთშელაპარაკება მოხდა ორ ნათესავს შორის”, -ასე შეაფასა ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელის,  ბეჟან ჭურღულიას ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფლის შტაბის უფროსმა, ბაკურ როგავამ:

“ურთიერთშელაპარაკება მოხდა ორ ნათესავს შორის. შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ ნიკა ჭურღულია ნამდვილად არ არის “ნაციონალური პარტიის”  წევრი, ან -აქტივისტი. ის ჩვენი მეგობარია და ინციდენტის მეორე მხარეს არის ასევე ჩვენი მეგობარი. ფიზიკური შეხება არ ყოფილა.  გაიკითხეთ სოფელში და ამას დაადასტურებენ”,  -განაცხადა ბაკურ როგავამ.

შეგახსენებთ, რომ  ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი უჩაშონას ადმინისტრაციულ ერთეულში ბეჟან ჭურღულია სცემეს. ამის შესახებ „მეტრონომთან“  ახალსოფლის რწმუნებულმა ლადო ქვარცხავამ ისაუბრა.

მისი განცხადებით,  ბეჟან ჭურღულიასთან შელაპარაკება ”ნაციონალური მოძრაობის”აქტივისტ გიგა მაქაციარიას და მის მეგობარ ნიკა ჭურღულიას მოუვიდა:

”ჩვენ თვალწინ დაარტყა ხელი ნიკა ჭურღულიამ ბეჟან ჭურღულიას. მოგვარეები არიან. შელაპარაკების მიზეზი იყო ის, რომ ბეჟანმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი უწოდა და ნიკა ჭურღულიამ ეს შეურაცხყოფად მიიღო. ფაქტია, რომ ნიკა ჭურღულია დღედაღამ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბშია. ამბობს, რომ მეგობართან, გიგა მაქაცარიასთან მიდის, მაგრამ მეგობრებს სამსახურში არ ნახულობენ.“ – განაცხადა  „მეტრონომთან“ ქვარცხავამ.

ზუგდიდში მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, უჩაშონის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის ბეჟან ჭურღულიას ცემის ფაქტზე შსს-მ საქმე აღძრა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექცისის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

იტვირთბა....