ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი სცემეს

ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი უჩაშონას ადმინისტრაციულ ერთეულში ბეჟან ჭურღულია სცემეს.

„მეტრონომთან“  ახალსოფლის რწმუნებული ლადო ქვარცხავა დეტალებს იხსნებს.

მისი განცხადებით,  ბეჟან ჭურღულიასთან შელაპარაკება ”ნაციონალური მოძრაობის”აქტივისტ გიგა მაქაციარიას და მის მეგობარ ნიკა ჭურღულიას მოუვიდა:

”ჩვენ თვალწინ დაარტყა ხელი ნიკა ჭურღულიამ ბეჟან ჭურღულიას. მოგვარეები არიან. შელაპარაკების მიზეზი იყო ის, რომ ბეჟანმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი უწოდა და ნიკა ჭურღულიამ ეს შეურაცხყოფად მიიღო. ფაქტია, რომ ნიკა ჭურღულია დღედაღამ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბშია. ამბობს, რომ მეგობართან, გიგა მაქაცარიასთან მიდის, მაგრამ მეგობრებს სამსახურში არ ნახულობენ.“ – განაცხადა  „მეტრონომთან“ ქვარცხავამ.

 

მისი ინფორმაციით, ბეჟან ჭურღულია ამ წუთებში ზუგდიდის სამმართველოში გამოკითხვაზე  იმყოფება.

იტვირთბა....