ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰილარი კლინტონი საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდა

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა საარჩევნო კამპანია განაახლა:

“მე კენჭს ვიყრი მათთვის, ვინც თავდაუზოგავად მუშაობს, რომ თავის ოჯახს დაეხმაროს, მათთვის, ვინც მძიმე დარტყმის შემდეგ ფეხზე ადგომა შეძლო”, – განაცხადა კლინტონმა 11 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირველი გამოსვლისას.

კლინტონის განცხადებით,  თავს კარგად გრძნობს. მისმა მკურნალმა ექიმმაც იგივე დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ  11 სექტემბრის ტერაქტის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონიის დროს ყოფილი სახელმწიფო მდივანი შეუძლოდ გახდა. მოგვიანებით მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.

იტვირთბა....