ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ევროკავშირი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება“

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა  ბრატისლავაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ევროკავშირის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება:

“ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვიმყოებით. მოქმედებებით უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ უკეთესები უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის საკითხებში.

ჩვენ განვიხილავთ ბრატისლავას დეკლარაციას და ვიმედოვნებ, რომ მის შეთანხმებას შევძლებთ. თუმცა საუბარი არ არის, რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტილება ერთ შეხვედრაზე ვიპოვოთ.

მიგრაციის  საკითხზე წლის ბოლომდე ვიმუშავებთ და 2017 წლის მარტში, რომის შეთანხმების მე-60 წლისთავამდე ჩვენ კონკრეტული პროგრესის მიღწევა გვსურს”, – განაცხადა მერკელმა.

იტვირთბა....