სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
“ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები მმართველი პარტიის მხარდამჭერებს საარჩევნო საქმიანობის ხელშეშლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, როდესაც სოფელში ლევან ბეჟაშვილის პლაკატებს აკრავდნენ, “ქართული ოცნების”აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
საპირისპიროს ყვებიან “ქართული ოცნების” აქტივისტები და ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორებმა მათი კანდიდატის, ირაკლი შიოლაშვილის პლაკატები ჩამოხიეს.
დაპირისპირებული მხარეები გუშინ საღამოს წნორის პოლიციაში გამოკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული.