ისრაელში პიტ ჰეგსეთის ვიზიტი გაუქმდა, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი ისრაელში დღეს უნდა ჩასულიყო, თუმცა აშშ-ისა და ირანის მიერ ღამით რეგიონში განხორციელებული დარტყმების შემდეგ ვიზიტი გაუქმდა.
ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ჰეგსეთის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან შეხვედრები იყო დაგეგმილი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს სამიტზე განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია.

