აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ-ის, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის, ქცევა მის საგარეო პოლიტიკას მიჰყვება” – მასუდ პეზეშკიანი

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს და მის საგარეო პოლიტიკას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის რანგში მის ქცევას ადარებს.

„აშშ-ის მთავრობის, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის, ქცევა მის კარგად ნაცნობ საგარეო პოლიტიკას მიჰყვება: წესების დარღვევა, მეტოქეების დაშინება, დაბრკოლებების შექმნა და მოტყუება. ეს მათი MAGA-ს სახელმძღვანელოა. ირანი უარყოფს ასეთ თამაშებს. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ჩვენს უფლებებს“, – დაწერა  პეზეშკიანმა X-ზე.

ირანის პრეზიდენტის აღნიშნულ კომენტარს წინ უძღოდა სპარსეთის ყურეში ღამით განხორციელებული დარტყმები. ირანმა განაცხადა, რომ ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო სამიზნეები აშშ-ის თავდასხმების ტალღის საპასუხოდ დაბომბა. თავის მხრივ, აშშ-მა განმარტა, რომ მისი სამხედრო მოქმედებები და ირანულ ნავთობზე სანქციების ხელახლა დაწესება ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის მიერ გემებზე განხორციელებული თავდასხმების პასუხი იყო.

იტვირთბა....