სატელეფონო საუბრის უკანონო ჩაწერა -გავრცელების საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის დაბარების ფაქტს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება:
„ხელისუფლებამ დაიწყო ტოტალური შეტევა ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაზე, პირადად პაატა ბურჭულაძეზე, რისი მიზეზიც ძაან მარტივია, ჩვენი მზარდი რეიტინგი. ჩანაწერებს რაც შეეხება, ყველამ იცის, რომ ეს არის უკანონო ჩანაწერები და თუ უნდა ამის გამოძიება სუს-ს, პაატა ბურჭულაძეს კი არ უნდა კითხავდეს, ჯერ გვითხრას საიდან აიტვირთა ეს ყველაფერი,“-აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არიან დაბარებული. საქმე ეხება გვარამიასა და ბურჭულაძეს შორის სატელეფონო საუბრის გამოქვეყნების ფაქტს, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.