ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში მამაკაცი მე-6 სართულიდან გადმოვარდა

რუსთავის VIII მიკრო-რაიონში საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მამაკაცის გვამი ნახეს.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით 80 წლამდე მამაკაცი საკუთარი საცხორებლი ბინის, მე-6 სართულის აივნიდან გადახტა, თუმცა მეზობლების ნაწილი პირად საუბრებში ამბობს რომ შესაძლოა მამაკაცს თვითმკვლელობის მცდელობა არ ჰქონია, ის უბრალოდ აივნიდან გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....