ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ყვარელში, სოფელ შილდას ტყესთან  მესაზღვრეებმა 26 წლის ალექსი პეტრუზაშვილის ცხედარი  ნახეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. როგორც გამგებლის წარმომადგენელი, ლევან ხუციშვილი აცხადებს, ახალგაზრდამ სავარაუდოდ, თავი მოიკლა:

“ლექსო ტყეში ნახეს, ხეზე იყო ჩამოკიდებული, პოლიცია შემთხვევის ადგილზე უკვე იყო. არ ვიცი, რატომ უნდა მოეკლა თავი. საქონელს მწყემსავდა წლების განმავლობაში. დანარჩენს გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა ხუციშვილმა.

შსს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....