პარიზში შრომითი რეფორმის წინააღმდეგ პროფკავშირების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დაშავდა 5 სამართალდამცველი, ერთი აქტივისტი და ერთი ჟურნალისტი, ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური პრესა ავრცელებს.
პროფკავშირების შეფასებით, რეფორმა შრომით სტანდარტებს ძირს უთხრის და ისინი ვეღარ შეძლებენ მცირე კომპანიებში დასაქმებულთა უფლებების დაცვას. ეს უკვე მე-14 აქციაა ბოლო 6 თვეში.
მთავრობის შრომითი რეფორმა პოლიტიკური წინააღმდეგობისა და ძლიერი პროტესტის მიუხედავად ივლისში, საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით შევიდა ძალაში.