ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ღია სამეზობლო – კომუნიკაცია პარტნიორობის გაძლიერებისთვის: ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მოქალაქეებთან დაკავშირება“ ჩატარებული კვლევაში, ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე პოზიტიური განწყობა ევროკავშირის მიმართ ქართველებს და მოლდოველებს აქვთ.
კვლევა 6 ქვეყანაში – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელარუსი და უკრაინა – მიმდინარე წლის აპრილსა და ივნისს შორის პერიოდში ჩატარდა.
კვლევის შედეგების თანახმად, ყველაზე დადებითად ევროკავშირის მიმართ განწყობილები არიან საქართველოს და მოლდოვას მოქალაქეები – 52%. შემდეგ მოდის უკრაინა – 49%. სომხეთსა და ბელარუსში ევროკავშირის მიმართ განწყობები ნეიტრალურია, ხოლო აზერბაიჯანში გამოკითხულთა მხოლოდ 27%-ია კეთილგანწყობილი ევროკავშირის მიმართ.