ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

PACE: დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის შესაფერისი გარემოა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია, თბილისში ვიზიტის შემდეგ, დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ კლიმატს აფასებს.

 

დელეგაციის განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის შესაფერისი გარემოა.

 

ამავდროულად, დელეგაცია ხაზგასმით სთხოვს  ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაგმონ ოპონენტების დევნა და ძალადობა კამპანიის წარმოების პროცესში და სახალხოდ მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც არჩევნების დემოკრატიული ხასიათზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

 

PACE-ს წინასაარჩევნო დელეგაცია, თბილისში,  13-14 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა.

 

ხმის მიცემის პროცესზე დასაკვირვებლად, PACE-ს 32 წევრისგან შემდგარი დელეგაცია საქართველოს სრული შემადგენლობით არჩევნების წინ ეწვევა.

 

ინფორმაციას ავრცელებენ: ემანუელის ზინგერისი – ლიტვა, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი (EPP/CD) მარივონ ბლონდინი  – საფრანგეთი, სოციალისტების ჯგუფი (SOC)

ჟორდი ჩუკლა  – ესპანეთი, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE)

ინგებიორგ გოდსკესენი  – ნორვეგია, ევროპის კონსერვატიული ჯგუფი (EC)

ანდრეი ჰუნკო  – გერმანია, გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების ჯგუფი (UEL)

საზედამხედველო კომიტეტის თანამომხსენებლები:

ბორის სილევიჩი (ლატვია)

კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი)

იტვირთბა....