ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლეიბორისტული პარტიის ინფორმაციით გიგა ოთხოზორიას მკვლელი სეპარატისტებმა დააწინაურეს

“ლეიბორისტული პარტიის” ინფორმაციით ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელი სეპარატისტულმა მთავრობამ დააწინაურა და ის სპეცდანიშნულების ბატალიონის ხელმძღვანელად დანიშნეს.

“ეს არის საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის და უსუსურობის ბრალი. ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე ამის ნაცვლად ისინი საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების მოსმენებით არიან დაკავებული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას აღძრას სისხლის სამართლის საქმე ე. წ აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის იმ წევრებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ქართველთა მკვლელობასა და გენოციდში”.-განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ.

შეგახსენებთ,  გიგა ოთხოზორია 19 მაისს  სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს.

იტვირთბა....